www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს პროცესების სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. "თეგეტას" მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში და მის შვილობილ კომპანიებში არსებული ბიზნეს პროცესების ანალიზი და დოკუმენტირება;
** კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა და ანალიზი;
** ბიზნეს პროცესების განხილვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და პროცესის მონაწილეებთან ერთად;
** ბიზნეს პროცესების მარეგულირებელი დოკუმენტების ანალიზი, ოპტიმიზაცია და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ბიზნეს პროცესების ამსახველი დოკუმენტების შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ვიზუალური მხარის (მათ შორის, გრაფიკული ნაწილის) მომზადება;
** ბიზნეს პროცესების პრაქტიკაში დანერგვის/რეალიზების პროცესში მონაწილეობა;
** შემუშავებული დოკუმენტების პერიოდული გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში განახლება;
** წინასწარ დადგენილი პერიოდულობითა და ფორმით რეპორტინგის წარმოება;
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სტრატეგიული დანიშნულების პროექტებში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის/ბიზნესის მართვის, იურიდიულ ან მათთან მომიჯნავე სფეროში;
** ანალოგიური სამუშაოების წარმოების გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ ISO სტანდარტების შესაბამისად მუშაობის გამოცდილება, გააჩნიათ ISO სტანდარტების ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატები და ISO როგორც შიდა, ისე გარე აუდიტის პროცესში მონაწილეობის/პროცესის წარმართვის გამოცდილება
პიროვნული თვისებები.

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრიორიტეტების დასახვის და განსაზღვრულ ვადებში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს"თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=630

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |