www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო რისკების მენეჯერი
მომწოდებელი: Paysera Bank Georgia
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 7 თებერვალი

კომპანია "პეისერა" (ბანკი) საქართველო აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების მენეჯერის პოზიციაზე.

"Paysera" არის ლიტვური Fintech კომპანია, რომელი ფლობს ევროკავშირის ლიცენზიას და უზრუნველყოფს სწრაფ, მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ ფინანსურ და მასთან დაკავშირებულ სერვისებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჩვენ გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს. მათგან მთავარი სერვისებია: გადახდის სისტემა ელექტრონული მაღაზიებისთვის, მაღალი სტანდარტის ფინანსების მართვის აპლიკაცია, ფულის გადარიცხვის მომსახურება, ვალუტის კონვერტაცია, ბარათები და სხვა. საერთაშორისო დონეზე "Paysera" წარმოდგენილია 300 თანამშრომლით და 15 ლოკაციით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.paysera.com/ https://www.youtube.com/user/paysera/featured

ფუნქცია მოვალეობები:

** საოპერაციო რისკების იდენტიფიკაცია და შეფასება;
** ბანკის პროდუქტებისა და პროცესების ანალიზი საოპერაციო რისკების გამოვლენის მიზნით, შედეგების აღრიცხვა;
** საოპერაციო რისკების დოკუმენტირება, ანალიზი და რეპორტინგი;
** კონტროლის გარემოს შეფასება და დოკუმენტირება;
** საოპერაციო რისკების შეფასება და იდენტიფიკაცია ახალი ბიზნესპროცესების, პროდუქტების, სისტემების ფარგლებში და არსებული ბიზნესპროცესების ცვლილებების/გაუქმებების პროექტების ფარგლებში;
** საოპერაციო რისკების იდენტიფიკაცია IT-პროექტების ფარგლებში;
** საოპერაციო რისკების შეფასების ანგარიშების შედგენა, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია საბანკო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური (C1) და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** MS Office (Word, Excel, PowerPoint, Publisher, SharePoint, Teams, Outlook).

პიროვნული მახასიათებლები:

** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინფორმაციის სწრაფად გაანალიზების უნარი;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 4/2.

განაცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2023 წლის 7 თებერვალი.

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: info@paysera.ge

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |