www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: MS ჯგუფი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

კომპანია "MS GROUP" სამზარეულოს ჭურჭლისა და ტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია წარმატებით თანამშრომლობს როგორც კორპორატიულ კლიენტებთან, ასევე Horeca-ს ინდუსტრიასთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით უზრუნველვყოთ.

კომპანია "MS GROUP" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარულ ადამიანს უფროსი კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე ტექნიკის მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვარკეთილი
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:30 - 18:00 (კვირაში ხუთი დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** საოჯახო ტექნიკის მიმართულებით გაყიდვებისა და შესყიდვების ციკლის სრულად მართვა და კონტროლი;
** ტექნიკის კატეგორიის ფარგლებში ასორტიმენტის ფორმირება და მართვა;
** მომწოდებლებთან კომუნიკაციის წარმოება;
** შესყიდვის პროცესისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ტექნიკის კატეგორიაში ახალი პროდუქტის უცხო ბაზრიდან მოძიების მუდმივი პროცესი შეკვეთების დამუშავება;
** ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შეფასება;
** პროდუქტების საფასო სტრატეგიის ფორმირება, სარეალიზაციაო სარეკომენდაციო ფასების დადგენა;
** შეხვედრების ორგანიზება და ეფექტური მოლაპარაკების წარმოება პოტენციურ კორპორატიულ დილერებთან;
** მნიშვნელოვანი სიახლეების, აქციების მუდმივი შეთავაზება ყველა დილერისთვის და მათი პოზიციების შეჯერება ყველა პროდუქტთან მიმართებაში;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და შემდგომი ანალიზი;
** ტექნიკის კატეგორიის განვითარებაზე ზრუნვა, ბრენდინგის პროცესში მონაწილეობა, ყველა სარეკლამო აქტივობებში ბრენდის იმიჯის და იდენტურობის დაცვა, უზრუნველყოფა;
** წამყვანი ბრენდის საპრეზენტაციო კონცეფციის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
** ფინანსურ დეპარტამენტთან და ბაზის ადმინისტრატორთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook)
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე
** ბაზრის კვლევის მეთოდების ცოდნა;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
** ბაზრის კვლევის მეთოდების ფლობა
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@ms-group.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |