www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ასისტენტი სამეცნიერო მიმართულებით
მომწოდებელი: CIPRF
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

"საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი" (CIPRF) სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციაა, რომლის მისიაა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების მეცნიერული კვლევა, ასევე მიღებული მასალების ანალიზი, გავრცელება და მათი გამოყენებით გლობალური პროცესების პროგნოზირება.

CIPRF მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით და თანამშრომლებს სთავაზობს განვითარებისა და კარიერული ზრდის მრავალმხრივ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ასისტენტის პოზიციაზე სამეცნიერო მიმართულებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** სტუდენტი ან კურსდამთავრებული სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოგია, კონფლიქტოლოგია, ფილოსოფია, ჟურნალისტიკა, ეკონომიკა, ფსიქოლოგია, ანთროპოლოგია, კულტუროლოგია და სხვა);
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა (დამატებითი უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მოტივირებულობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევები.

ძირითადი მოვალეობები:

** შეხვედრების ორგანიზება და დოკუმენტირება;
** სხვადასხვა საკითხზე მცირე რეზიუმეების მომზადება;
** გუნდის მუშაობის პროცესის კონტროლი;
** კომუნიკაცია ცენტრის თანამშრომლებთან და პარტნიორებთან;
** მკვლევრის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.

ასისტენტი ცენტრში წარმოადგენს საწყის პოზიციას. წარმატებულ ასისტენტებს აქვთ მკვლევრის, მენეჯერის ან სხვა პოზიციაზე დაწინაურების შესაძლებლობა.

ანაზღაურება დამოკიდებულია ასისტენტის კომპეტენციასა და სამუშაო გრაფიკზე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განიხილება როგორც სრული, ასევე შეთავსებით სამუშაო გრაფიკი, კვირაში მინიმუმ 20 სთ.

თუ ფიქრობთ, რომ პასუხობთ ზემოხსენებულ პირობებს, გამოგზავნეთ cv მისამართზე: hr@ciprf.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ასისტენტი სამეცნიერო მიმართულებით".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |