მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე, როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით, სრული საქართველოს მასშტაბით.
შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს - "სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი" - მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია - მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი, და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
კომპანია "სანდომი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ სურვილი, იმუშაონ საქართველოს მასშტაბით დისტრიბუტორის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი ობიექტების მოძიება, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა, მოლაპარაკების წარმართვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დისტრიბუტორის თანამდებობაზე;
** ორიენტირებული გაყიდვების ზრდაზე;
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას;
** სამოტივაციო ბონუსს.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
** მდებარეობა: თბილისი, ს. ფონიჭალა;
** სამუშაო განაკვეთი: სრული, დასვენება კვირა;
** ხელფასი: ამოღებული თანხის % + ბონუსები;
** კვებით უზრუნველყოფა;
** რეგიონში სასტუმრო/საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ. მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.