www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Front-End დეველოპერი
მომწოდებელი: Lemondo Business
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

კომპანია "Lemondo Business" აცხადებს ვაკანსიას Front-End დეველოპერის პოზიციაზე, საშუალო ან სენიორ გამოცდილებით.

"Lemondo" დაარსდა 2010 წელს და არის წამყვანი iOS, Android და Web აპლიკაციების და თამაშების დეველოპერი კომპანია საქართველოში. სასიამოვნო, კომფორტული და მეგობრული გარემოს შედეგი არის 100-ზე მეტი პროდუქტი (როგორებიცაა Elvis Delivery, TKT.GE, SS.GE, Moitane, Domenebi.ge და სხვა), რომელიც შეიქმნა როგორც მსოფლიო ისე ადგილობრივი ბაზრისათვის.

გუნდში ვეძებთ HTML/Markup დეველოპერს, მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, რომელიც ჩაერთვება ჩვენს შიდა პროექტებში, როგორიცაა Translive.ge და სხვა საინტერესო პლატფორმები.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ფუნქციონალის შემუშავება UI/UX დიზაინის შესაბამისად
** მრავალჯერადად გამოყენებადი კოდის შემუშავება
** აპლიკაციის ოპტიმიზაცია მაქსიმალური სიჩქარისა და მასშტაბურობის მისაღწევად
** აქტიური თანამშრომლობა გუნდის წევრებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან
** ახალი ვებ ტექნოლოგიების კვლევა-გამოყენება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** HTML5 და CSS3 მაღალ დონეზე ცოდნა
** გამოცდილება JavaScript პროგრამირებასა და DOM-ზე მანიპულაციაში
** CSS პრეპროცესორების საბაზისო ცოდნა (LESS, SASS)
** ვებ-სტანდარტების ცოდნა
** გათვითცნობიერებულობა cross-browser თავსებადობის საკითხებში და კომპეტენცია მათ მოგვარებაში
** დიზაინის best practice-ების გამოყენება
** გამოცდილება website optimization ხელსაწყოების გამოყენებაში (მაგ: Google PageSpeed Insights, Hotjar…)
** კომპეტენცია კოდის versioning-ის ხელსაწყოების გამოყენებაში (git)
** ინგლისური ენის ცოდნა

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (სასურველია):

** ASP.NET Razor-თან მუშაობის გამოცდილება
** SEO-ს პრინციპების გააზრებული ცოდნა და მათი დაცვის უზრუნველყოფა
** ელ.ფოსტის შიგთავსისთვის HTML5/CSS3 markup-ის შემუშავების საბაზისო გამოცდილება (განსხვავებების ცოდნა)
** React JS სთან მუშაობის გამოცდილება ან ცოდნა დამატებითი უპირატესობაა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** მიზანმიმართულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად კვლევის უნარი
** განვითარების სურვილი

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00სთ დან 19:00სთ-მდე შაბათ-კვირის გარდა)
ანაზღაურება: ვეძებთ საშუალო და სენიორ დონის დეველოპერებს გამოცდილების შესაბამისი ანაზღაურებით + დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lemondo.biz Subject-ად მიუთითეთ "Front-End Developer".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |