www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

"მედი" ეს არის საერთაშორისო კლინიკათა ქსელი ესთეტიკური ინოვაციების მიმართულებით, მისი ფილიალები წარმოდგენილია საქართველოში, რუსეთსა და ჩეხეთში.

ჩვენი მარკეტინგის გუნდისთვის პრიორიტეტულია ახალი პაციენტების მოზიდვა, მათი შენარჩუნება და ძველი პაციენტების კლინიკაში კვლავ დაბრუნება. ჩვენ ვფართოვდებით, ამიტომ ვეძებთ კონტენტ მენეჯერს, რომელიც უფრო აქტიურს გახდის აუდიტორიასთან მუშაობას, ასევე ითავებს სტრატეგიის განსაზღვრასა და ანალიტიკის წარმოებას კომპანიის სოციალურს ქსელებში.

კლინიკა "მედის" პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** მონაწილეობას მიიღებ ახალი თანამედროვე ოფისის ფორმირებაში;
** გვერდიგვერდ იმუშავებ საერთაშორისო დონის მარკეტოლოგებთან;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა;
** გექნებათ ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი KPI-ის მიხედვით.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ინტრანეტის შინაარსობრივი და ტექნიკური მართვის უზრუნველყოფა;
** ტექსტური ინფორმაციის ხარისხიანად და ეფექტურად ორგანიზება, ჩამოყალიბება, შექმნა, განთავსება;
** ვებ-გვერდის უზრუნველყოფა ტექსტებით, სურათებით, ვიდეოებითა და სხვა საჭირო კონტენტით;
** კორპორაციულ კორესპონდენციაზე მუშაობა;
** ინტერნეტ მარკეტინგული ღონისძიებების კონტროლი/კოორდინაცია;
** SEO რეკომენდაციების გათვალისწინება კონტენტის შექმნის დროს;
** რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ჟურნალისტიკის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან/და მსგავს სფეროში;
** გამართულად წერის უნარი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე;
** სოციალური ქსელებისა და ბლოგის ტიპის პორტალების ცოდნა, მათთან მუშაობის გამოცდილება;
** ტექსტებთან მუშაობის უნარი, გამოცდილება;
** ტექსტური გვერდების რედაქტირების გამოცდილება;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება.

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** ორგანიზებულობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით, გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@medi.ge, 2023 წლის 17 თებერვლამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება გამოცდილ მარკეტოლოგთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |