www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უნივერსალური მოლარე
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბორჯომი

"კრედო ბანკი" 25 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 80 ფილიალით არის წარმოდგენილი. #გახდიკრედოელი
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს;
** პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

პოზიციის მიზანი:

უნივერსალური მოლარე პასუხისმგებელია სს კრედო ბანკის სერვის ცენტრებში ნაღდი ფულისა და ფასეულობის (ეროვნული და უცხოური ვალუტა) მიღება / გაცემაზე, უნაღდო ოპერაციებსა და კლიენტების სხვადასხვა მომსახურებაზე, ბანკის პოლიტიკების და პროცედურების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** ფულადი შენატანების მიღება ორგანიზაციის კლიენტებისგან;
** თანხების გაცემა ორგანიზაციის კლიენტებზე;
** სწრაფი ფულადი გზავნილების გაგზავნა/განაღდება;
** ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად ავტორიზაცია;
** უცხოური ვალუტის ნაღდი ფულით კონვერტაციის ოპერაციები;
** საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა;
** ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმება;
** ყოველი დღის ბოლოს სალაროში არსებული ფულის დათვლა და შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
** ახალი კლიენტის რეგისტრაცია;
** კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;
** კლიენტის მონაცემების რედაქტირება და სავალდებულო განახლება;
** ანგარიშის გახსნა და ვალუტის დამატება;
** კლიენტის მოთხოვნით ანგარიშის ამონაწერის მომზადება;
** ერთი კლიენტის ანგარიშებს შორის გადარიცხვის მომსახურება (ლარი და უცხოური ვალუტა); · კრედო ბანკის კლიენტებს შორის გადარიცხვის მომსახურება (ლარი და უცხოური ვალუტა);
** კრედო ბანკთან ანგარიშსწორების ოპერაციების შესრულება;
** გარე სალარე/საბიუჯეტო გადარიცხვების მომსახურება;
** უცხოური ვალუტის კონვერტაციის ოპერაციები უნაღდო ანგარიშსწორებით;
** ანაბრების გახსნა და შევსება;
** MasterCard ბარათის განაცხადის რეგისტრაცია (Standard და უსახელო)
** უსახელო MasterCard ბარათის გაცემა;
** Mycredo ინტერნეტ-ბანკის რეგისტრაცია, იუზერის აღდგენა
** სმს პაკეტის რეგისტრაცია;
** გზავნილის განაღდება Myredo-ს მეშვეობით;
** სხვა და სხვა საკომისიოს დაკავების ოპერაციები.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

** უმაღლესი განათლება შემდეგი მიმართულებებით: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება;
** სავალდებულოა საბანკო სფეროში ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** სრულყოფილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული სასურველია.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

განცხადების მიღების ვადა: 6 თებერვალი, 2023 წელი

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |