"საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი" (სპმთპ) აცხადებს ვაკანსიას სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის იურიდიული დეპარტამენტის იურისტის პოზიციაზე (გამოსაცდელი ვადით).
პოზიციის აღწერა:
** საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) წევრებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაცემა, კანონმდებლობის განმარტება და იურიდიული დახმარების გაწევა, მათ შორის სასამართლოში წარმადგენლობა;
** განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების ანალიზი;
** კომპეტენციის ფარგლებში სპმთპ-ის წევრთა განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;
** სემინარების ჩატარება იურიდიულ საკითხებზე;
** სპმთპ-ის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ცენტრალური ოფისისთვის სამართლებრივი მნიშვნელობის დოკუმენტების მომზადება (ბრძანებები, ხელშეკრულებები, დებულებები და ა.შ).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლება (ადვოკატის ლიცენზია);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გამართულად წერისა და მეტყველების კულტურა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოტივირებულობა, კომუნიკაბელურობა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით 2023 წლის 17 თებერვლამდე. ელექტრონულ მისამართზე: infoeducatorgeorgia@gmail.com განცხადების გამოგზავნისას მიუთითეთ - ვაკანსია იურისტის პოზიციაზე.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, ჩატარდება ტესტირება და გასაუბრება.