www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო დირექტორი
მომწოდებელი: ავერსი ფარმა
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 2 მარტი

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი უფლება-მოვალეობები:

** საოპერაციო ბიზნეს პროცესების ჩამოყალიბება, ანალიზი და ოპტიმიზაცია, განსაკუთრებით საწყობების და მომარაგება/ტრანსპორტირება/ლოჯისტიკის მიმართულებით.
** კომპანიის ყოველდღიური საქმეების მართვა და მუდმივი მონიტორინგი, მაქსიმალური ხარისხობრივი და ფინანსური ეფექტის მისაღწევად.
** ფინანსური და საოპერაციო შედეგების ყოველდღიური / ყოველთვიური / ყოველკვარტალური ანალიზი; საოპერაციო მაჩვენებლების (KPI) სისტემის ჩამოყალიბება.
** თანამშრომლების მოტივაციის სისტემების ანალიზი და სიახლეების დანერგვა.
** ბაზარზე არსებული სიტუაციის მუდმივი ანალიზი და საპასუხო სტრატეგიების დასახვა.
** საოპერაციო და რეპუტაციული რისკების ანალიზი და მართვა.
** მიმდინარე პროექტების ხარისხიანად და დროულად დასრულების უზრუნველყოფა.
** მომხმარებელთან ურთიერთობის ინოვაციური მეთოდების ანალიზი, ტესტირება და დანერგვა.
** მომსახურების ხარისხის ახალი სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი.
** მომწოდებლებთან და კლიენტებთან ურთიერთობის ახალი სისტემის დანერგვა (SRM/CRM/TMS), საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესება და უკეთესი საოპერაციო და ფინანსური მაჩვენებლების მიღწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების, ან ფინანსების მიმართულებით.
** გამოცდილება პროექტების მართვაში (PMP სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად);
** ზედა მენეჯმენტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ERP, SRM, CRM, TMS-თან დანერგვის და მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:

** ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ.: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 03.02.2023 წ.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |