www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დარბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 40 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე შემდეგ ფილიალებში:

** დიღომი, ბელიაშვილის #20 (რესტორან ბაბილოსთან)
** დიდუბე, ერისთავის #1 (მეტრო დიდუბის ზემოთა ამოსასვლელი)
** გლდანი, ბოჭორიშვლის #2 (მეტროსთან ახლოს)
** კახეთის გზატკეცილი, დიდი ლილო, ტექ. დათვალიერების ბიუროსთან

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: სრული (ცვლები): 08:00-15:30 / 15:30-23:00 სთ.
** დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე (ურთიერთშეთანხმებით)
** ანაზღაურება: 800 ლარიდან + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების კონტროლი
** განლაგებული პროდუქციის სისწორის კონტროლი
** პროდუქციის გეგმური ინვენტარიზაციის ჩატარება
** წესრიგისა და სისუფთავის დაცვის კონტროლი
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მიღება მომწოდებლებისაგან
** სავაჭრო დარბაზში პერსონალის სწავლება/ქცევის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება ანალოგიურ სფეროში (ადმინისტრატორის, მოლარის, კონსულტანტის პოზიციაზე)
** სასურველია პროგრამა აპექსის ფლობა
** სავალდებულოა ოფის-პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სწრაფი აზროვნების უნარი
** დაკვირვების უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდის მართვის უნარი.

აღნიშნული პოზიციით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: cv@zgapari.ge 2023 წლის 16 თებერვლის ჩათვლით (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის და სასურველი ფილიალის დასახელება)

"ზღაპრის" გუნდი გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |