www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: TMD
გამოქვეყნდა: 9 თებერვალი / განცხადების ვადა: 30 მარტი

შპს "TMD" აცხადებს გაყიდვების წარმომადგენლის ვაკანსიას.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათი, 5 სამუშაო დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო ვიზიტების განხორციელება ექიმებთან დადგენილი სიხშირის მიხედვით;
** კლინიკების და ექიმების ბაზის შექმნა და საჭიროებისამებრ განახლება.
** პროდუქციის თვისობრივი მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ცოდნის დონის რეგულარული ამაღლება.
** ახალი კლინიკების, ობიექტების და ექიმების მოძიება და ვიზიტების დაგეგმარება პროდუქციის გაცნობის და შეთავაზების მიზნით.
** გაყიდვების სტატისტიკის რეგულარული წარმოება და ანგარიშის მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო ან მონათესავე მიმართულებით;
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად - მათ შორის საერთაშორისო კომპანიებში მუშაობის კუთხით, ტრენინგების გავლით;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა, სასურველია PowerPoint ცოდნა, CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სავალდებულოა თანამშრომელს ჰქონდეს/გააჩნდეს გამართული მეტყველების უნარი, მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა, აკურატულობა, მოქნილობა, პრეზენტაციის კარგი უნარი, დარწმუნების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდურად მუშაობის უნარი, დროის მართვის კარგი უნარი, კომუნიკაციის კარგი უნარი.

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** კრეატიული;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულ.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 მარტი

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნო შემდეგ მისამართზე: georgiamedicaljobs@gmail.com

კომპანია "TMD" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |