www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მომწოდებელი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 31 მარტი

"ბრიტანულ-ქართული აკადემია" 2023-2024 აკადემიური წლისთვის აცხადებს ვაკანსიას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოსწავლეებისათვის მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესის უზრუნველყოფა;
** მოსწავლეთათვის პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა, მათი აქტიური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში;
** მოსწავლეთა განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლასგარეშე ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ;
** აკადემიის პროფესიული განვითარების პროგრამებში აქტიური ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** სკოლაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** შემოქმედებითობა, ახალი იდეებისა და ინიციატივებისათვის მზაობა;
** სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
** მზრუნველი და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
** მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი.

აპლიკაციის მიღების პროცედურა:

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge, არაუგვიანეს 2023 წლის 31 მარტისა.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი". გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამისი ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |