www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: სხივი+
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / განცხადების ვადა: 24 მარტი

კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

"სხივი+" წარმოადგენს ავეჯისა და შუშის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა.
** ფილიალის ადმინისტრაციულ და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით.
** შეკვეთების დაფიქსირება, მარაგების ანალიზი და ინფორმაციის მიწოდება მომარაგების სამსახურისათვის.
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა.
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისთვის სასურველ პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა.
** მაღაზიის პერსონალის ორგანიზება, ეფექტური მართვა და მუშაობის კონტროლი.
** მაღაზიის მარაგების მართვა და კონტროლი.

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** სწრაფად ათვისების უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ხელზე ასაღები ფიქსირებული 1800-2200 ზრდის პერსპექტივით + პრემია
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 09:00-დან 18:00 საათამდე
** დასვენების დღე კვირაში 2 დღე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |