დეველოპერული კომპანია შპს "გლობალური ტექნოლოგიები" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე სრული განაკვეთით.
ანაზღაურება შეთანხმებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** პროფესიული უნარ-ჩვევები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში;
** სამუშაო გამოცდილება: იურისტის პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (საჯარო/კერძო ორგანიზაციებში/დაწესებულებებში);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ. მისამართზე: globaluriteqnologiebi@gmail.com