www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
გამოქვეყნდა: 28 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 მარტი

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში. ჰოლდინგში შემავალი კომპანიები 30 წელზე მეტია, რაც ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ახორციელებენ ინვესტიციებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულების საქმიანობის სფეროები დივერსიფიცირებულია და მოიცავს: ელექტროენერგიის გენერაციას, უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას, განათლებას, დაზღვევას, ჯანდაცვას, სამშენებლო მასალების წარმოებას და ა.შ ჯგუფი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს სხვა სექტორებშიც, როგორც ადგილობრივად, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მიუხედავად უკვე არსებული მრავალპროფილური პორტფელისა, ჯგუფი მუდმივად აგრძელებს ზრდას, ახალ სექტორებში შესვლას და პოზიციების გამყარებას.

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ინვენტარის, ტექნიკური კვანძების და სხვა ტიპის ტექნიკური საშუალებების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** გათბობა-გაგრილების სისტემების, ელექტროობის, სანტექნიკის და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების მონიტორინგი;
** მარაგების კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება ტექნიკური განხრით;
** სამეურნეო სამსახურში 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** შიდა და გარე სივრცის სარემონტო სამუშაოების დაგეგმვისა და კონტროლის გამოცდილება;
** ოფისის საწყობის მომარაგებისა და ინვენტარიზაციის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

მოხარული ვიქნებით, რომ შემოუერთდეთ ჩვენს მეგობრულ და ხალისიან გუნდს. გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gig.ge

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |