კაფეტერიების ქსელი "დეგუსტო" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებლის მომსახურება - ასორტიმენტის შერჩევა, ანგარიშსწორების წარმოება;
** პროდუქციის ასორტიმენტის სწორი განლაგება;
** პროდუქციის ვადების და ვიზუალის კონტროლი;
** სანიტარული ნორმების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** გამართულად მეტყველების უნარი;
** თავაზიანი, კეთილგანწყობილი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
ბენეფიტები: კორპორატიული შეთავაზებები, საბონუსე სისტემა, თანამშრომელთა კვება;
სრული განაკვეთი: ფიქსირებული ანაზღაურება - 700 ლარი (ხელზე ასაღები).
სამუშაო დრო: 09:30-18:30 საათები, 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება.
ადგილმდებარეობა: საბურთალო, გაგარინის მოედანი, ონიაშვილის #1 და ზვიად გამსახურდიას სანაპიროს #1 -ში მდებარე ფილიალები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მოლარე-კონსულტანტი" და ადგილმდებარეობა (მითითებული ორი ფილიალიდან რომელსაც განიხილავთ) ან დაგვიკავშირდით ნომერზე - 591 59 70 70
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 28/03/2023.
"დეგუსტო" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!