"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს დისტრიბუციისა და ტრანსპორტირების დაგეგმარების მენეჯერის ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები:
** მანქანების ოპტიმალური მარშრუტების დაგეგმვა:
** საქონლის ოპტიმალური გადანაწილება მანქანებში, მათი მაქსიმალური უტილიზაციით.
** ტვირთის გადასაზიდად საჭირო მანქანების რაოდენობის დაანგარიშება საქონლისა და ვიზიტების რაოდენობის მიხედვით.
** კომუნიკაცია სატრანსპორტო კომპანიებთან და ოპერაციულ გუნდთან;
** სატრანსპორტო კომპანიების მიწერ გაწეული სამუშაოსა და ანაზღაურების აღრიცხვა.
** სატრანსპორტო KPI-ების დაანგარიშება და მათი შესრულება.
** კონტრატების დამუშავება იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად.
** ახალი სატრანსპორტო კომპანიების მოძიება
მოთხოვნები:
** Excel-ის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, გუნდურობა, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი, მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com
ან გადადით მითითებულ ლინკზე და მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი: https://docs.google.com/forms/d/1qd6R7jMa3-Cl112l_K6Gy31O67UrwQV9oQ14919zDeA/edit და წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - დისტრიბუციისა და ტრანსპორტირების დაგეგმარების მენეჯერი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
გისურვებთ წარმატებებს!