www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო Unfound Door
გამოქვეყნდა: 28 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 მარტი

"Unfound Door Design Hotel" - სადაც ყოველ კარს თავისი ისტორია აქვს და უნიკალური დიზაინით გაფორმებულ ოთახში იღება. სასტუმრო მდებარეობს, თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზირზე. მე-19 საუკუნის შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მოხატული სადარბაზოთი. დიზაინში აქცენტი გაკეთებულია სიძველის შენარჩუნებასა და ავთენტურობის წარმოჩენაზე. მოხვედრისთანავე იგრძნობა ნოსტალგია, მისტიკა და არტისტიზმი, ანუ ყველაფერ ის, რაც ძველი თბილისის გასაღებია.

ადამიანები კი, რომლებიც აქ დაგხვდებიან, ქმნიან გარემოს, რომელიც სრულიად მოულოდნელია.

"Unfound Door - Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას სერვისის დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.

ხელმძღვანელი: გენერალურ მენეჯერს/საოპერაციო მენეჯერს/სასმელებისა და კვების დეპარტამენტის მენეჯერი პოზიციაზე.

დაქვემდებარებული: რესტორნის სერვის თანამშრომლები

ზოგადი ვალდებულებები:

** შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები და ვალდებულებები სრულყოფილად, დროულად და ხარისხიანად;
** პასუხისმგებლობით მოეკიდოს და დაემორჩილოს კომპანიის შიდა რეგულაციებსა და შინაგანაწესს;
** დაიცვას ყველა ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რაც დაკავშირებულია კომპანიასთან, მის თანამშრომლებთან, კლიენტებთან და პარტნიორებთან და რაც არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის;
** ყოველთვის იყოს მომღიმარი, თავაზიანი, პოზიტიური. განსაკუთრებით, კომპანიის სტუმრებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობის დროს;
** ყოველთვის იყოს მზად სასტუმროს სტუმრების და მომხმარებლებისთვის დახმარების გასაწევად და პირადად უზრუნველყოს შესაბამისი პასუხისმგებლობის პირთან ერთად სტუმრის მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** კორონავირუსის (Covid 19) ან ნებისმიერი სხვა ვირუსის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში (სიცხე, ხველება, სუნთქვის გაძნელება, სურდო და ა.შ.), დროულად აცნობოს თავისი დეპარტამენტის მენეჯერს.
** მაქსიმალურად დაიცვას კორონავირუსთან (Covid 19) დაკავშირებული რეგულაციები (დისტანცია, ნიღბის ტარება, ხელების ხშირი დეზინფექცია).

ძირითადი მოვალეობები:

** გაუწიოს ზედამხედველობა რესტორნის სერვისის ოპერირებას;
** გაუწიოს ხელმძღვანელობა და კოორდინირება კვების დეპარტამენტის თანამშრომლების მუშაობას;
** შეინარჩუნოს მომსახურების მაღალი ხარისხი, სერვისის სტანდარტების მიხედვით;
** შეადგინოს დეპარტამენტის ბიუჯეტი და აკონტროლოს გასავალი;
** დასახოს და შეასრულოს დეპარტამენტის სტრატეგიული მიზნები;
** აკონტროლოს კვების დეპარტამენტში არსებული პროდუქციის ფასები;
** განათავსოს შეკვეთები და აკონტროლოს მოწოდების ვადები;
** მთავარ შეფ-მზარეულთან ერთად შეისწავლოს მენიუ და შესაბამისად დაატრენინგოს;
** აწარმოოს ცვლის წინა და ცვლის შემდეგი შეხვედრები თანამშრომლებთან, იმისათვის, რომ მიაწოდოს ინფორმაცია ყოველდღიურ სიახლეებსა თუ დაგეგმილ ღონისძიებებზე;
** მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა (დაბადების დღეები, წვეულებები, საქმიანი სადილები, ა.შ.) ღონისძიებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოფს, რომ შეკვეთის ყველა დეტალი დროულად გადაეცეს ყველა სათანადო განყოფილებას (სამზარეულო, კვებისა და სასმელების მენეჯერი, გაყიდვების განყოფილება, ა.შ.);
** განავითაროს ახალი იდეები გაყიდვების გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების, სპეციალური პაკეტების შესახებ და განახორციელოს ისინი გაყიდვების/კვების და სასმელების დეპარტამენტთან/PR/ მარკეტინგის მენეჯერთან ერთად;
** აწარმოოს თანამშრომლების სწორად დაგეგმილი სამუშაო განრიგი, იმისათვის, რომ არ გაიზარდოს საშტატო ერთეული და მოხდეს შრომისა და ანაზღაურების სწორი გადანაწილება.
** შეადგინოს და აწარმოოს მისი დეპარტამენტის თანამშრომელთა სამუშაო საათების ტაბელი და მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანური რესურსების დეპარტამენტს და გენერალურ მენეჯერს
** დარწმუნდეს, რომ ჰიგიენის სტანდარტები დაცულია რესტორანში და არსებული პირობები სრულად შეესაბამება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმებს;
** აკონტროლოს თითოეული კერძის სტანდარტით დადგენილი ხარისხი;
** მოახდინოს სტუმრების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება;
** აწარმოოს და აკონტროლოს SOP - ები სერვისის მიმართულებით;
** ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ერთად შეადგინოს და დაადასტუროს კვების დეპარტამენტში არსებული პოზიციების სამუშაო აღწერილობები;
** მონაწილეობა მიიღოს ტრენინგების დაგეგმარებაში, შექმნასა და განხორციელებაში და დარწმუნდეს, რომ ყველა თანამშრომელი საჭიროებისამებრ დატრენინგებულია;
** მოახდინოს სხვადასხვა არხიდან შემოსული თითოეული კომენტარის ანალიზი;
** დარწმუნდეს, რომ სერვისის ინვენტარი ფორმაშია და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდეს შესაბამის დეპარტამენტს;
** ეფექტურად ითანამშრომლოს სხვა დეპარტამენტებთან;
** რეგულარულად მოამზადოს რეპორტი დეპარტამენტში მიმდინარე პროცესებისა და შედეგების შესახებ.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** დაზღვევა;
** ღამის ტრანსპორტირება.

თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: stay@unfounddoor.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

"Unfound Door - Design Hotel" გისურვებთ წარმატებებს!

Instagram გვერდი: https://instagram.com/unfounddoor_hotel?utm_medium=copy_link
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/unfounddoorhotel/
Web გვერდი: https://www.unfounddoor.ge/
Awards - https://www.facebook.com/WelcometoGeorgiaAward/posts/1603770529956325



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |