www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური სესხების რეგიონული მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 28 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 მარტი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების რეგიონული მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ხაშური
განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. "კრისტალი" უკვე 25 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** პირად მართვაში არსებულ სასესხო პორტფელში ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი და ვადაგადაცილების მართვა;
** ვადაგადაცილებული სესხების დაფარვის პროცესში უშუალო მონაწილეობა და გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზება;
** მომხმარებლების/დაკავშირებული პირების მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების მოძიება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
** მომხმარებლებთან და შესაბამისი ფილიალის თანამშრომლებთან კომუნიკაცია ვადაგადაცილებული სესხის გაჯანსაღების მიზნით;
** დასახული გეგმის შესრულება;
** პორტფელის მართვის პროცესში წარმოქმნილი წინააღმდეგობების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტების ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან;
** პრობლემური სექტორების და ლოკაციების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** ფილიალებში პირველადი სასესხო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა შემდგომი სამართლებრივი ღონისძიებების განსახორციელებლად;
** გეგმური ანგარიშგება შესრულებულ და დაგეგმილ სამუშაოზე, მიღებულ შედეგზე და დასახულ ამოცანებზე;
** მომხმარებლების გადახდისუნარიანობის დადგენის მიზნით, მათი ფინანსური მონაცემების დადგენა და ანალიზი (რესტრუქტურიზაციის, მორიგების დროს);
** პორტფელში არსებული მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების კონტროლი;
** ბორჯომისა და ახალციხის ფილიალების პრობლემური სესხების პორტფელის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სავალდებულო;
** ანალოგიურ პოზიციაზე ან მსგავს სფეროში მუშობის გამოცდილება - სავალდებულო;
** საოფისე პროგრამების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (Microsoft Office Word/Excel/Powerpoint) - სავალდებულოა;
** ავტომობილის მართვის ცოდნა (მართვის მოწმობა) - სავალდებულო;
** რუსული ენის ცოდნა - სავალდებულო;
** ფინანსური ანალიზის საფუძვლების ცოდნა - სასურველია.

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ, 2023 წლის 08 მარტის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ან გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: vacancy@crystal.ge.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |