"Amber Group" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შესყიდვის პროცესის წარმართვა კომპანიის მიზნების, სტრატეგიის და შიდა შესყიდვების პროცედურის შესაბამისად;
** შესყიდვის პროცესების სწორად, ეფექტურად და გამჭვირვალედ წარმართვის კონტროლი;
** კომპანიის მსხვილ და/ან საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობა: პროექტების შესყიდვის ნაწილის მართვა;
** სპეციფიკური შესყიდვების მოთხოვნის მიღება და შესყიდვის პროცესის დაწყება;
** მიმწოდებლების ბაზრის კვლევა და ალტერნატიული შემოთავაზებების მოძიება;
** მომწოდებლების შერჩევის დროს მონაწილე კომპანიებისათვის თანაბარი პირობების შექმნა;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა შესყიდვის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე;
** მომწოდებლებთან პრობლემურ საკითხ (ებ)ზე დროული რეაგირება და ურთიერთობა, საკითხ (ებ)ის განხილვა იურიდიულ დეპარტამენტთან და დამკვეთი სამსახურების ხელმძღვანელებთან;
** შესყიდვებთან დაკავშირებულ პირებთან/სამსახურებთან თანამშრომლობა;
** სატენდერო კომიტეტის საქმიანობის უზრუნველყოფის მონიტორინგი და კონტროლი;
** შესყიდვის პროცესში დანაზოგის იდენტიფიცირება დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად;
** დეპარტამენტის თანამშრომლების მუშობის კონტროლი, საჭიროებისამებრ პრიორიტეტების განსაზღვრა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვებისა და ლოგისტიკის სფეროში;
** სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების ჩატარების უნარი;
** დროული და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სამუშაოების დაგეგმვის, ორგანიზების და კოორდინირების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ambergroup.ge არაუგვიანეს 2023 წლის 31 მარტამდე და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.