www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტიკის კოორდინატორი
მომწოდებელი: Embryo Courier
გამოქვეყნდა: 28 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 მარტი

Embryo Courier (www.embryocourier.com) აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტიკის კოორდინატორის პოზიციაზე.

განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** წერილობითი (ელფოსტაზე) და სატელეფონო კომუნიკაცია პარტნიორებთან და კლიენტებთან;
** ლოჯისტიკის პროცესების კონტროლი;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** შესაბამისი მასალის დროულად და ხარისხიანად მიწოდების უზრუნველყოფა;
** მოქნილობა ნებისმიერ დროს საზღვარგარეთ გამგზავრების ტრანსპორტირების პროცესის დაგეგმვის/ უზრუნველყოფის;
** კომპანიის ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი;
** მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოჯისტიკის მიმართულებით;
** მუშაობის გამოცდილება ონლაინ გაყიდვებში/მომსახურების სფეროში;
** უცხოელ პარტნიორებთან და კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Word, Excel).

კომპეტენცია და უნარები:

** დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
** შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.

სახელფასო განაკვეთი: შეთანხმებით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: tatia@newlifegeorgia.com. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება - საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტიკის კოორდინატორი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |