"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფურის" უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** გადასახადების გატარებების მონიტორინგი ბუღალტრულ სისტემაში
** გადასახადების გამოთვლა და RS-ზე დეკლარირება
** საგადასახადო ბარათების დადარება ბუღალტრულ ჩანაწერებთან
** სატრანსფერო ფასწარმოქმნის რეგულაციები
** საგადასახადო რეკომენდაციების გაცემა ბიზნესის მიზნებიდან გამომდინარე
** ცვლილებების მონიტორინგი საგადასახადო კოდექსში და მათი დროული კომუნიკაცია
შიდა და გარე აუდიტორებთან ურთიერთობა
** კომპანიის ფუნქციებისთვის კონსულტაციის გაწევა საგადასახადო რეგულაციებთან დაკავშირებით საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის რეპორტებისა და დოკუმენტების მომზადება
მოთხოვნები:
** საგადასახადო მიმართულებით 2+ წლიანი გამოცდილება, უმჯობესია საერთაშორისო კომპანიებში
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com
წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საგადასახადო სპეციალისტი
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
გისურვებთ წარმატებას!