www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინტერიერის დიზაინის ტრენერი
მომწოდებელი: ბიემსისი ცენტრი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

"ბიემსისი ცენტრი" განათლების ციფრული პლატფორმაა, ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების ყველაზე მოთხოვნად ონლაინ კურსებს. მომხმარებელს სთავაზობს კეთილმეგობრულ გარემოსა და სწავლების უახლეს მეთოდებს.

"ბიემსისი ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინის - 3ds Max და ArchiCAD-ის ონლაინ სასწავლო კურსის ტრენერის პოზიციაზე.

ტრენერის ძირითადი მოვალეობები:

** სასწავლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება.
** სილაბუსის და შეფასების სისტემის შექმნა, განვითარება.
** მუდმივი კონტაქტი ცენტრის ადმინისტრაციასთან და მსმენელთან სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით.
** თანამედროვე სასწავლო კურსების მუდმივი მონიტორინგი სიახლეების დანერგვა და მორგება მიმდინარე სასწავლო ჯგუფებზე.
** ონლაინ შეხვედრებთან ერთად პრაქტიკული დღეების ორგანიზება და შესრულება.
** მუდმივი სწრაფვა სასწავლო კურსის დახვეწისკენ და პროფესიული განვითარებისკენ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროგრამების 3ds Max და ArchiCAD -ს უმაღლეს დონეზე ცოდნა და ამ მიმართულებით პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
** ტრენერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ონლაინ საკომუნიკაციო არხების ზედმიწევნად, უმაღლეს დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** აუდიტორიის მართვის უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

სამუშაო ადგილი: სრულად დისტანციური.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ პირობებს და დაინტერესებული ხართ აღნიშნული პოზიციით გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელ. ფოსტაზე: centerbmccinfo@gmail.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |