"TNET" წარმოადგენს "თიბისი ჯგუფში" შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბით.
"თინეთი" 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს. "თინეთში" შემავალი ციფრული პლატფორმები (myauto.ge; myhome.ge; mymarket.ge; myparts.ge; vendoo.ge; swoop.ge; tkt.ge; livo.ge; saba.com.ge) მომხმარებელს მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება.
ჩვენს გუნდში ვეძებთ HR სპეციალისტს!
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129 ა
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, 4 day off წელიწადში
ფუნქცია-მოვალეობები:
** შერჩევის სრული ციკლის წარმართვაში მონაწილეობა (სორსინგი, გასაუბრებები, ტესტირება/დავალება, ოფერი და შესაბამისი feedback კანდიდატებთან);
** შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა და კანდიდატების/ ტალანტების შეფასება;
** Employer branding ინიციატივებში აქტიურო ჩართულობა (მათ შორის დასაქმების ფორუმები და სხვა აქტივობები);
** ახალი თანამშრომლების Onboarding-ში მონაწილეობა;
** სამუშაო აღწერილობების შექმნა, პერიოდული გადახედვა/ განახლება, შესაბამისი პირებისთვის გაცნობა და ფაილინგი;
** HR მართვის პროცედურების (შრომის შინაგანაწესი და სხვა პოლიტიკების) შესაბამისად ადმინისტრაციული საქმიანობა და დოკუმენტების წარმოება;
** თანამშრომლების პირადი საქმეების ფაილინგი;
** HR გუნდის სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების, შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან/და მომიჯნავე სფეროების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინტერვიუს ტექნიკების და შეფასების კრიტერიუმების ცოდნა;
** შრომის კანონმდებლობის ზედმიწევნით ცოდნა.
თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@tnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.