www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: იტა
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

კომპანია "იტა" (ITA) აცხადებს კონკურსს პრისეილერის ვაკანტურ პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია "იტა" (ITA - http://ita.com.ge) - სათადარიგო ნაწილებისა და ავტომომსახურების ცენტრი - დაარსდა 2007 წელს. კომპანია ოფიციალური წარმომადგენელია მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების, როგორებიცაა: საბურავების მწარმოებელი კომპანია "კონტინენტალი", აკუმულატორების მწარმოებელი კომპანია "ბანერი", სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი "ბოში", "ფები", "ბილშტეინი" და მრავალი სხვა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებული ყველა ობიექტების დამუშავება
** კომპანიის ასორტიმენტის კარგად შესწავლა და შემდგომში გაყიდვა.
** ახალი კონტრაქტორების მოძიება, გეგმების შემუშავება და თანამშრომლობა
** ობიექტებისთვის შეხვედრების დანიშვნა-ვიზიტი
** პროდუქციის წარდგენა- შეთავაზება, პრეზენტაცია
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება
** გაყიდვების გაზრდა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საავტომობილო სფეროში 1 წლიანი გამოცდილება; (სასურველია)
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია)

აუცილებელი მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილი;
** უსაფრთხოებისთვის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; შესვენება: 1სთ
შაბათი: 10:00 - 14:30

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს ანაზღაურების შემდეგ პირობებს:

** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას
** სამოტივაციო ბონუსს
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დაწინაურების პერსპექტივას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ibg.ge არაუგვიანეს 10.04.2022.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "Presaler".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |