www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სურსათის უვნებლობის კონსულტანტის ასისტენტი - სტაჟირება
მომწოდებელი: ISO Consulting
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

"ISO Consulting" ახალ კურსდამთავრებულებს იწვევს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე "სურსათის უვნებლობის კონსულტანტის ასისტენტი".

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი:

** სტაჟირების პერიოდში შეთანხმებისამებრ;
** სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში - სრული.

სტაჟირების პირობები:

** სტაჟირების ვადა: 6 თვე.
** ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 500 ლარი (დარიცხული).

სტაჟირების პერიოდში პროგრამის მონაწილეს საშუალება ექნება:

** გაეცნოს სურსათის უვნებლობაში HACCP და ISO სტანდარტებს
** დაესწროს HACCP და ISO ტრენინგებს
** მიიღოს საწარმოო პრაქტიკა იმ ორგანიზაციებში, რომლებიც იყენებენ ან სურთ გამოიყენონ მენეჯმენტის სისტემის სტანდარტები (HACCP, ISO 22000, FSSC, BRCGS, IFS, GlobalGAP და სხვა სტანდარტები).

სტაჟირების ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ, პროგრამის მონაწილეს საშუალება ეძლევა დასაქმდეს "ISO Consulting"-ში ან სხვა ორგანიზაციაში, რომელიც იყენებს ISO-ს მენეჯმენტის სისტემის სტანდარტებს.

აუცილებელი მოთხოვნები:

დასრულებული უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრი) ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით:

** საბუნებისმეტყველო სპეციალობები (ქიმია-ბიოლოგიის განხრით)
** კომუნალური მედიცინა ან შრომის ჰიგიენა
** კვების ტექნოლოგია
** სხვა, რომელიც დაკავშირებული იქნება სურათის უვნებლობასთან.

სავალდებულოა:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (თავისუფლად კითხვა, აზროვნება, მეტყველება და წერა) - Advanced level
** ქართული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა: EXCEL, WORD

უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებმაც:

** წარჩინებით დაასრულეს საშუალო სკოლა
** წარჩინებით დაასრულეს უმაღლესი სასწავლებელი

პროგრამის მონაწილეები შეირჩევიან ტესტირებების და გასაუბრების საფუძველზე.

შერჩევის 1-ლი ეტაპი: ტესტირება 2 ნაწილად შემდეგ საკითხებში:

1. სურსათის უვნებლობის ტესტი და ინგლისურის ტესტი;
2. ქართული ენის ტესტი და უნარების ტესტი.

შერჩევის მე-2 ეტაპი: გასაუბრება პროფესიული მიმართულებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@isoconsulting.ge და სათაურის ველში მიუთითოთ - "სტაჟირების პროგრამა".

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ www.isoconsulting.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |