www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტომტვირთავის მძღოლი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://nova.ge/) აცხადებს ვაკანსიას ავტომტვირთავის მძღოლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

1. ზოგადი დებულება

1.1 თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე;
1.2 ანგარიშვალდებულია საწყობის მენეჯერის (საამქროში - საამქროს მენეჯერის) წინაშე;
1.3 მას უნდა ჰქონდეს ავტომტვირთავზე მუშაობის გამოცდილება და მინიმუმ B კატეგორიის მართვის მოწმობა და შეეძლოს სპეც. ტექნიკის მართვა;
1.4 არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სხვა ავტომტვირთავის მძღოლი.

2. ვალდებულებები

2.1 დაიცვას შპს "ნოვა"-ს შინაგანაწესი;
2.2 პირნათლად შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
2.3 დაიცვას დისციპლინარული ნორმები და წესრიგი (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება, საწყობის ჰიგიენა (ყოველდღიურად საწყობის ტერიტორიის დალაგებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა));
2.4 უზრუნველყოს კლიენტთა მომსახურება და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
2.5 მონაწილეობა მიიღოს ტვირთის მიღება-გაცემისა და დასაწყობების პროცესში;
2.6 უზრუნველყოს საქონლის (ტვირთის) უსაფრთხოდ აწევა, დაწევა, გადაადგილება და გადაზიდვა;
2.7 უზრუნველყოს ავტომტვირთავზე საქონლის სწორად დალაგება-განაწილება, რათა თავიდან იქნას აცილებული ავტომტვირთავის გადაყირავება, ტვირთის დაზიანება და ა.შ.;
2.8 მუშაობის პროცესში ყურადღება მიაქციოს საქონლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს და კონტროლი გაუწიოს რამდენად შენარჩუნებულია მატერიალური ფასეულობის სასაქონლო სახე (ნივთი არ იყოს დახეული, დამტვრეული, დაკაწრული, სველი, დაზიანებული და ა.შ.);
2.9 აკონტროლოს, საქონლის მიღებისა და გაცემის მომენტში, რამდენად სწორად გასცემს ან იღებს საქონელს;
2.10 უზრუნველყოს ავტომტვირთავის მოვლა-პატრონობა;
2.11 დაიცვას გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები როგორც უცხო პირებთან მიმართებაში, ასევე კოლეგებთან და საკუთარ თავთან მიმართებაში;
2.12 შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები.

3. უფლებები

3.1 მიიღოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება;
3.2 მოითხოვოს ეფექტური მუშაობისთვის სათანადო პირობების შექმნა;
3.3 უფლება აქვს შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო შესაბამისი ანაზღაურებით;
3.4 მოითხოვოს ხელშეკრულებით და საწარმოს შინაგანაწესით მისთვის მინიჭებული უფლებების დაცვა.

4. პასუხისმგებლობა

4.1 მასზე დაკისრებული მოვალეობების არადამაკმაყოფილებელ შესრულებაზე და კომპანიისთვის მიყენებულ ზარალზე;
4.2 უსაფრთხოების ნორმების დარღვევით კომპანიისთვის მიყენებულ ზიანზე / ზარალზე;
4.3 კონფიდენციალურობის და კომერციული საიდუმლოს დაცვაზე;
4.4 საქმიანობის პროცესში დაშვებულ კანონდარღვევებზე;
4.5 მუშაობის სტანდარტების და წესების დარღვევაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |