სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.
"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი:
ქ. თბილისი, გლდანის ევექსის პოლიკლინიკა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00 საათიდან - 18:00 საათამდე), შაბათი მონაცვლეობით (10:00 საათიდან -14:00 საათამდე)
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:
** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტის კონსულტირება ბიო-ფსიქო-სოციალური ასპექტის გათვალისწინებით;
** სრულყოფილი ანამნეზის შეკრება და მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა;
** სწორი პროგნოზისა და რეკომენდაციების დაფიქსირება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და სათანადო მონაცემების შეყვანა ელექტრონულ ბაზაში;
** ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობის მეთვალყურეობა, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა, პაციენტების ვიზიტის შემდგომ მოკითხვა;
** უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაში მონაწილეობა;
** სამედიცინო (ფორმა 100, შრომის უუნარობის ფურცელი, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაცია, ჟურნალები) და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სერტიფიკატი სპეციალობაში საოჯახო მედიცინა;
** სადაზღვევო სფეროში ოჯახის ექიმად მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2023 წლის 25 მარტის ჩათვლით.
გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ოჯახის ექიმი-თბილისი".
სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313;
ელფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge
გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.