www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პარამედიკოსი
მომწოდებელი: საგანგებო სიტუაციების კოორდ. ცენტრი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი აცხადებს მიღებას პარამედიკოსის უფასო სასწავლო კურსზე.

პროგრამით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც უკვე დამთავრებული აქვს სამედიცინო უნივერსიტეტი (ფაკულტეტები: მედიცინა, სამკურნალო, პედიატრია).
კურსის ხანგრძლივობაა 4 თვე, აქედან თეორიული ნაწილია 1, 5 თვე, ხოლო პრაქტიკულ ნაწილია 2, 5 თვე.

გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის მოსამზადებელი სპეციალური კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში პარამედიკოსები სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფილიალებში დასაქმდებიან მინიმუმ 3 წლის ვადით.

ანაზღაურება: 1 24 სთ-იანი მორიგეობის შრომის ანაზღაურება შეადგენს 248.60 ლარს (ორასორმოცდარვა ლარი და სამოცი თეთრი).

პროგრამაში ჩართვის მსურველები განაცხადის შესავსებად უნდა მიბრძანდნენ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის კანცელარიაში.

მისამართი : წერეთლის N121.
ტელ: 591 123 123

რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტებია:

** ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა № IV-100/ა) დედანი
** ავტომანქანის მართვის მოწმობის ასლი (სავალდებულო არ არის)
** საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების სამკურნალო/მედიცინის ფაკულტეტის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი
** პირადობის მოწმობის ასლი;
** რეზიუმე (CV)
** ორი ფოტოსურათი (3/4)
** ნასამართლობის შესახებ ცნობა (დედანი).

კურსის თეორიული ნაწილი ჩატარდება სასწავლო სატრენინგო ცენტრში.
მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |