"m²" უკვე 15 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი კომპანია "m²"-ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!
კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას ტრანზაქციების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საბანკო ამონაწერების მიხედვით ჩარიცხული თანხების ყოველდღიური ასახვა პროგრამაში;
** ახალი კლიენტების რეპორტის გაგზავნა შესაბამის ჯგუფებთან;
** არასწორად ჩარიცხული თანხების, ზედმეტად ჩარიცხული თანხების აღრიცხვა, შეტყობინება შესაბამის ჯგუფებთან და შემდეგ ამ შეცდომების გამოსწორების მონიტორინგი;
** სხვადასხვა ბანკიდან კლიენტების გადმომისამართების კონტროლი და შემოწმება. ბანკირის დამატება პროგრამაში;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ზემოაღნიშნული ფუნქცია-მოვალეობებით;
საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** MS Office-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
** დროის მართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 10 აპრილამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.