www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: ფარმაცევტული სახლი+
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

"ფარმაცევტული სახლი" (PharmHouse) აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთავი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი (მცოცავი), კვირაში 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით)

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლებისათვის სწრაფი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასისა და ფასდაკლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტის შეთავაზება;
** პროდუქციის ნაშთის კონტროლი და გეგმის მიხედვით აღწერების გაკეთება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
** კომუნიკაბელური;
** ენერგიული, ორგანიზებული;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@pharmhouse.ge და გთხოვთ, ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის შესაბამისი პოზიცია.

ან შეავსეთ განაცხადის ფორმა ქვემოთ მითითებულ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/1z1U5wml274FrkVt2_HR2BpkDywenvbRlou2xrMpGGkQ/edit

კანდიდატების შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.

ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |