ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საკრედიტო ოფიცერი.
სამუშაო ადგილი: ახალციხე
განაკვეთი: სრული
"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. "კრისტალი" უკვე 25 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
"კრისტალი" გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
** მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების დამუშავება/გაცემა;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
** სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მონაწილეობა;
** პოტენციურ კლიენტებთან ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარება;
** განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
** მიღებული ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებით გადამოწმება;
** მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
** სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
** დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა;
** კომიტეტის გადაწყვეტილების კლიენტისთვის გაცნობა;
** შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება და კლიენტისთვის გაცნობა;
** სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
** კლიენტთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
** გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
** კლიენტების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების კონტროლი;
** ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე;
** საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ფინანსური მათემატიკის, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** მცირე ბიზნესისა და რეგიონის მომხმარებელთა ბაზრის ცოდნის სათანადო დონე;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე,
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2023 წლის 24 მარტის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.