www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტომატოლოგიის მედდა
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.
კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.

კლინიკა "მედის" პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიის მედდის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი.
ანაზღაურება: 660-800 ლარი ნამუშევარი საათების შესაბამისად;
კვირაში არაუმეტეს 48 საათისა ყოველ მეორე დღეს მორიგეობა 09:00-21:00 საათამდე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პაციენტის მიღება, მომზადება და ექიმის დახმარება პროცედურების დროს;
** სამუშაო ადგილზე წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება, სასურველია სტომატოლოგიის მიმართულებით ან/და მედდის დიპლომი;
** სამუშაო გამოცდილება ექიმი სტომატოლოგის ასისტენტის პოზიციაზე;

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |