www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეპი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://geopaper.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი დამკვეთის მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება;
** პოტენციური დამკვეთისთვის პროდუქტის შეთავაზება;
** ბაზრის მუდმივი კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოძიების მიზნით;
** არსებული დამკვეთებთან მუდმივი კომუნიკაცია და სრულყოფილი სერვისების შეთავაზება/გაწევა;
** როგორც არსებულ ისე ახალ დამკვეთებთან სისტემატიური შეხვედრები;
** კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კოორდინაცია;
** დებიტორების მართვა;
** გარკვეულ პერიოდში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** პროგრამა ფინაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პროდუქტის პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 40 სთ კვირაში,
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა # 7
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი, კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: ir@palitra.ge. ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებას!

"რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჯეპ-ის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ამასთან რეზიუმე შეინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით."



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |