m² უკვე 15 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m² -ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!
კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შეთავაზება;
** სერვის ცენტრში მოსული კლიენტისთვის პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** სატელეფონო ზარების/მეილების პასუხი;
** გაყიდვების პროგრამაში მუშაობა;
** კლიენტისთვის ხელშეკრულების გაფორმება;
** კლიენტისთვის ინდივიდუალური გადახდის სისტემის შემუშავება;
** ობიექტზე ვიზიტი საჭიროებისამებრ;
** რეპორტინგი;
** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით);
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
** MS Office
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.