www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: უნიმედი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

საქართველოში ევროპული და ამერიკული ცნობილი ბრენდების წარმომადგენელი კომპანია შპს "უნიმედი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება (შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა აუცილებელია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ფლობა;
** GMP და GDP სტანდარტებზე მუშაობის გამოცდილება;
** რაპორტების გაკეთების გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა;
** პასუხისმგებლობისა და პუნქტუალურობის მაღალი დონე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული საწარმოებისთვის და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის მიმდინარე წელს ხარისხის ახალი - GMP/ GDP სტანდარტების ამოქმედების გამო ამ სტანდარტებზე გადასვლისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cv@unimedi.ge. მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ფარმაცევტი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |