www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: Ornament Boutique Hotel
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

სასტუმრო "Ornament Boutique Hotel" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ჩვენი პატარა, მყუდრო და მეგობრული სასტუმრო თითოეულ თანამშრომელს სთავაზობს საუკეთესო სამუშაო გარემოს, მუდმივი სწავლის, განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

სასტუმროს დიასახლისის ძირითადი მოვალეობები:

** დასუფთავების ყოველდღიური სქემის შესრულება;
** სასტუმროს საზოგადოებრივი და სამუშაო ტერიტორიის დალაგება-დასუფთავება;
** სასტუმროს ადმინისტრატორთან თანამშრომლობის საფუძველზე, მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული წესით ოთახების დალაგება;
** სასტუმროს თეთრეულის რაოდენობების კონტროლი და ქიმწმენდაში ჩაბარება;
** ოთახების სტატუსისა და მათში სისუფთავის მდგომარეობის თაობაზე უშუალო ხელმძღვანელისა და სასტუმროს ადმინისტრატორისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** მინიბარის პროდუქციის კონტროლი;
** დასუფთავების საშუალებებისა და დიასახლისისთვის საჭირო ინვენტარის მარაგის მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელისთვის მათზე ინფორმაციის მიწოდება;
** სასტუმროს ადმინისტრატორებთან კოორდინირებული მუშაობა;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ფიზიკური შრომის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წესრიგსა და დეტალებზე ორიენტირება;
** თავაზიანობა, ყურადღებიანობა და ენერგიულობა;
** დროის სწორად მართვის უნარი;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** მოხერხებული სამუშაო გრაფიკი;
** კვებით უზრუნველყოფა სამუშაო დღეებში.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთჩამოთვლილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: n.gongadze@yahoo.de



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |