www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

"თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ექიმის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, შუამთის ქუჩა №21.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი დღე (ორშაბათი-პარასკევი).

ძირითადი სამუშაო მოვალეობები:

სკოლის ექიმი საქმიანობას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული №41/ნ/01-23/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტის" შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში (რომელიმე შემდეგი სპეციალობებიდან: პედიატრია, საოჯახო მედიცინა, ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** სასურველია კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში მონაწილეობა;
** ინგლისური ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

** საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირების შემთხვევაში - ბინადრობის მოწმობის ასლი;
** სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია;
** უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. შენიშვნა: თუ პირს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ, წარმოდგენილი უნდა იქნეს უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
** დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში (რომელიმე შემდეგი სპეციალობებიდან: პედიატრია, საოჯახო მედიცინა, ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი);
** სამოტივაციო წერილი;
** დოკუმენტაცია კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში, არასავალდებულო).

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სკოლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: gastbilisi@gmail.com, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სკოლის ექიმი).

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |