ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი.
ძირითადი მოვალეობები:
** შესყიდვების სრული ციკლის შეუფერხებლად დაგეგმვა და კოორდინაცია;
** მომწოდებელი ადგილობრივი კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის შესწავლა და ანალიზი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და პროგრამული ასახვა;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევა;
** სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება;
** მარაგების ეფექტური გადანაწილების დაგეგმვა/კონტროლი;
** გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;
** პოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
** კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების სრულფასოვანი ფლობა;
** Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება.
სასურველი უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი, პუნქტუალური;
** პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** მიზანდასახული, დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო, გამოწვევებით სავსე, ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ, შრომისმოყვარე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** სტაბილურ სამუშაოს.
დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, არაუგვიანეს 2023 წლის 10 აპრილისა მეილებზე: financehr@synevo.ge და r.abuladze@synevo.ge. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.