"TNET" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბით.
"თინეთი" 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.
"თინეთში" შემავალი ციფრული პლატფორმები (myauto.ge; myhome.ge; mymarket.ge; myparts.ge; vendoo.ge; swoop.ge; tkt.ge; livo.ge; saba.com.ge) მომხმარებელს მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება.
ჩვენს გუნდში ვეძებთ ციფრულ მარკეტერს!
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე);
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, 4 day off წელიწადში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** Facebook და Instagram არხების მართვა და მათ ზრდაზე ზრუნვა;
** ბრენდის პოზიციონირებისა და მარკეტინგული მიზნების შესაბამისი ციფრული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
** კომპანიის მიზნების შესაბამისად სარეკლამო კამპანიებს დაგეგმვა და განხორციელება;
** ვებ-გვერდისა ოპტიმიზაციაში ჩართულობა;
** კამპანიების ეფექტურობისა და ონლაინ ტრეფიკის მონიტორინგი.
** მომხმარებლის ქცევის ანალიზი და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა-განხორციელება;
** ციფრული სამყაროს ტრენდების მონიტორინგი და იმპლემენტაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით
** Facebook Ads კარგად ცოდნა
** Google Analytics საბაზისო ცოდნა
** SEO & SEM საფუძვლების ცოდნა
** MS Office ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
** გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი
თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@tnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.