კომპანია "City Hotels", რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და " Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham " აცხადებს ვაკანსიას სამრეცხაოს თანამშრომლის (Laundry) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი- თბილისი (სასტუმრო "City Avenue"-აღმაშენებლის გამზირი # 140 ბ, სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის# 24)
სამუშაო გრაფიკი- კვირაში 5 სამუშაო დღე (8 საათიანი სამუშაო საათი);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საშუალო ან უმაღლესი განათლება.
მოვალეობები:
** თეთრეულის დახარისხება;
** თეთრეულის და სხვა გასარეცხი ნივთების დამუშავება და სარეცხი მანქანით გარეცხვა;
** გარეცხილი თეთრეულის გაუთოება;
** საჭირო ინვენტარისა და ქიმიკატების ინსტრუქციებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად გამოყენება;
** თეთრეულის მწარმოებლების დადგენილი სტანდარტის და რეკომენდაციების მკაცრად დაცვა;
** აღჭურვილობისა და სამუშაო იარაღების მოვლა და გაფრთხილება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** მენეჯერის დავალებების ზედმიწევნით შესრულება.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოწესრიგებულობა;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესებული კანდიდატები დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 855527 ან გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@cityhotels.ge და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სამრეცხაოს თანამშრომელი".
"City Hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე- https://cityhotels.ge/en/home
გისურვებთ წარმატებებს!