www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იურისტი/ადვოკატის თანაშემწე
მომწოდებელი: მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

"მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი" აცხადებს ვაკანსიას იურისტი/ადვოკატის თანაშემწეს სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

სახელფასო განაკვეთი: შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად 1000-1500 ლარამდე.

სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ძირითადი მოვალეობები:

** სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა;
** კლიენტების წარმომადგენლობა სასამართლოში, სხვადასხვა დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
** შიდა იურიდიული კონსულტაციების წარმოება;
** სამართლებრივი საკითხებისა და დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი რეაგირება;
** სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება იურიდიული სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად.
** ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშების, კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივების შეფასების მომზადება;
** კლიენტების მოთხოვნის შესაბამისად (სამოქალაქო/ადმინისტრაციული) განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმისწარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, რაც მათ შორის, საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას;
** ისეთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, როგორიცაა სემინარების, ტრენინგების, პრეზენტაციებისა და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება;
** საჭიროების შემთხვევაში მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისის სხვა პროექტებში დახმარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
** სამოქალაქო სამართლის ზედმიწევნით კარგი ცოდნა და შესაბამის სფეროში ანალიტიკური მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამოქალაქო სამართლის სფეროში ადვოკატად მუშაობის გამოცდილება);
** საერთო სამართლის მიმართულებით ადვოკატის მოწმობა (აუცილებელია)
** იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქართულად და ინგლისურად მაღალ დონეზე საუბრის, წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

** CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
** ადვოკატის მოწმობის ასლი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kublashvili.lawoffice@gmail.com და subject-ში მიუთითეთ "იურისტი/ადვოკატის თანაშემწე".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |