www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვიდეო მონიტორინგის ოფიცერი
მომწოდებელი: აჭარა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

"აჭარა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** ობიექტის ზოგადი ვიდეო მონიტორინგი;
** უსაფრთხოების ნორმების ვიდეო მონიტორინგი,
** პრობლემის დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრის ზომების მიღება;
** ვიდეო ტექნიკასთან მუშაობა;
** ანგარიშის მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** შესაძლო ხანძრის ან განგაშის საშიშროების კონტროლი და დადგენილის სტანდარტებით მოქმედება.

დამატებით მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 31 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@adjaragroup.com.
სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |