"ჯი-ემ-თი ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე. "ჯი-ემ-თი ჰოსფითალითი" აერთიანებს განსხვავებული კონცეფციის ოთხ სარესტორნო სივრცეს. მის შემადგენლობაში შედის ფუნიკულიორის კომპლექსი, სახაბაზო "პური გულიანი", გასტრონომიული დუქანი "რიგი" და "პური გულიანი ექსპრესი".
კომპანიის მთავარი ამოცანაა სტუმარმასპინძლობის სფეროში საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ახალი და მრავალფეროვანი პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.
პოზიციის მდებარეობა: მთაწმინდის ზედა პლატო, "ფუნიკულიორის კომპლექსი".
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ბრენდებზე ზრუნვა, მათი გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
** ბრენდის განვითარების სტრატეგიის შექმნა
** კონკურენტი ბრენდების ანალიზი და მიმდინარე ბრენდის პოტენციალის განსაზღვრა
** ბრენდინგის პროცესში მონაწილეობა, სარეკლამო/პრინტ მასალის შემუშავება/შექმნა.
** ახალი პროდუქტების შექმნაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა
** სამომხმარებლო ბაზრის კვლევა, ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, საბაზრო პოტენციალის განსაზღვრა;
** ბრენდის საფასო სტრატეგიის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება
** ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შეფასება/ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება
** მუდმივი კოორდინირებული მუშაობა პროდუქტის განვითარებისა და პრომოუშენისთვის
** მარკეტინგის სამსახურში მიმდინარე პროექტებში ჩართულობა და პროექტების მართვა
** ივენთების კონცეფციის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, მენეჯმენტის ან სხვა რელევანტური მიმართულებით;
** სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უცხო ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება HR დეპარტამენტსა და გენერალურ მენეჯმენტთან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@gmtgroup.ge ან დაგვიკავშირდით: 577 319 300.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "ბრენდ მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!