www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების უფროსი საკრედიტო ექსპერტი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 28 მარტი

სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების უფროსი საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოზიდვა;
** მცირე და საშუალო ბიზნესის ობიექტის მონაცემების შეგროვება-დამუშავება, ფინანსური ანალიზის გაკეთება;
** საკრედიტო კომიტეტზე განაცხადის გატანა და დამტკიცების შემთხვევაში სესხის გაცემა;
** პრობლემურ მსესხებლებთან მუშაობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია - ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 28 მარტი.

შენიშვნა: გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |