სიგარეტების სადისტრიბუციო კომპანია შპს "ინტერნეიშნლ მარკეტინგ ენდ თრედინგი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე ქალაქ თბილისში (ფეიქრების ქ.12).
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტების/სტუმრების მიღება ოფისში და საჭიროებისამებრ გადამისამართება.
** ** ოფისის საკანცელარიო, ტექნიკური/სამეურნეო ნივთებით უზრუნველყოფა.
** ოფისის სამუშაო პირობებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.
** კომპანიის ელექტრონული ფოსტის მართვა.
** საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების ასლების შექმნა და სკანირება.
** ოფისში შემოსული საფოსტო გზავნილების მიღება და ადრესატისთვის ჩაბარების უზრუნველყოფა.
** გასაგზავნი დოკუმენტების მომზადება, გაფორმება საფოსტო გზავნილისათვის და შესაბამისი ადრესატისთვის გაგზავნა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალ დონეზე განვითარებული უნარები.
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** დროის სწორად განაწილების უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობით).
** განვითარებული ორგანიზაციული უნარები.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** რუსული ენის კარგი ცოდნა.
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება. (არასავალდებულო)
სამუშაო მისამართი: თბილისი, ფეიქრების ქ.12
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00, შაბათი 09:00-15:00, კვირა დღე დასვენება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: imtgeorgia@mail.ru და მიუთითოთ ვაკანსია რომელზეც აკეთებთ განაცხადს.