კომპანია "ჰავა" ბაზარზე 2019 წლიდან არის წარმოდგენილი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს წამყვან ბრენდებს და საქართველოში არსებულ ყველაზე დიდ შოურუმებს დიზაინ რადიატორებისა და საშრობების სფეროში. კომპანიის მთავარი მიზანია ინოვაციური და თანამედროვე პროდუქტის შეთავაზება მომხმარებლისთვის.
შპს "ჰავა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, დიდუბე;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: 900 ლარი ფიქსირებული + საბონუსე სისტემა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფილიალში წარმოდგენილი პროდუქციის შეთავაზება მომხმარებლებისთვის და მათი ინფორმირება პროდუქციის მახასიათებლების შესახებ;
** პროდუქციის შეკვეთა, რეალიზაცია და შესაბამის სისტემაში ასახვა;
** შეკვეთილი პროდუქციის კონტროლი რაოდენობისა და მოდელების მიხედვით;
** გაყიდვების ზრდისთვის დაგეგმილი აქტივობების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი - ჰავა."
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!