www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოაზის აგრო კახეთი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

შპს "ოაზის აგრო კახეთი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია დაარსდა 2022 წელს, ქ. თელავში ამერიკელი ინვესტორების მიერ. კომპანიის იდეა ემსახურება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებას რეგიონში. როგორიც არის ქათმის ხორცისა და კვერცხის წარმოება და რეალიზაცია. კომპანია ასევე რეალიზაციას უკეთებს შინაური ფრინველისა და ცხოველის ეკოლოგიურად სუფთა საკვებს. ჩვენი გუნდი ეძებს ადამიანს რომელიც დაინტერესებულის და მოტივირებულია იმუშაოს აგრო სფეროში და მოახდინოს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი პროდუქტის რეალიზაცია.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია
** შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმოება
** პოტენციური კლიენტებისთვის ორგანიზაციის სერვისების და მომსახურების გაცნობა
** ბაზრის კვლევა და ახალი კლიენტების მოძიება
** გაყიდვების გეგმის შემუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი 25-40 წელი
** უმაღლესი განათლება
** გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ენერგიულობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

კომპეტენცია და უნარები:

** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დატვირთულ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** საკუთარი მანქანის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 9:00-17:00
სამუშაო ადგილი: თელავი, ალაზნის გამზ. #8
ანაზღაურება: 1200 ლარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათით მითითებულ ელექტრონულ მისამართზე elene.k@oak.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |