სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების სპეციალისტის პოზიციაზე ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში.
სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 14 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის 13 ქალაქში 17 ფილიალის სახით.
კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.
ძირითადი მოვალეობები:
** მის პასუხისმგებლობაში არსებული სესხების დამუშავება, კონტროლი;
** მის პასუხისმგებლობაში არსებული სესხების გაპრობლემების მიზეზების გამოვლენა, სისტემატური რისკების არსებობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უშუალო უფროსის ინფორმირება;
** მსესხებლებთან/თავდებებთან და საკონტაქტო პირებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა ვალდებულებების განულების, გრაფიკში ჩაჯდომის ან გადახდის გადანაწილების (რესტრუქტურიზაცია) მიზნით;
** სისტემატური კონტაქტი მსესხებელთან და საკონტაქტო პირებთან მისი მეთვალყურეობის ქვეშ არსებული სესხის სრულად დაფარვამდე;
** სესხების ამოღების მიზნით, ვიზიტები მსესხებლის სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე;
** სესხების რესტრუქტურიზაციის თაობაზე განაცხადების განხილვა და ჯგუფის უფროსისთვის წარდგენა;
** ჯარიმების კორექტირების თაობაზე განაცხადების განხილვა და ჯგუფის უფროსისთვის წარდგენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, იურიდიული ან მსგავსი მიმართულებით);
** საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** გამართული წერისა და მეტყველების, კომუნიკაციის კარგი უნარი;
** კლიენტების დარწმუნების და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** ფიქსირებულ ხელფასთან ერთად ყოველთვიურ ბონუსს (დამოკიდებულია თქვენს შედეგებზე);
** დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.
განაცხადის შემოტანის ბოლო თარიღია 2023 წლის 14 აპრილი - 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს: https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.
გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალ"-ს (შემდგომ მოხსენიებული როგორც - "მისო"), ს/კ 404967078 (იურ.მის.: საქართველო, თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N68, სართული N1, საოფისე ფართი N2), რომ მიიღოს და დაამუშაოს ჩემს მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია (ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშაოს ჩემს მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები; მე ვაცნობიერებ, რომ ხსენებული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე, გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად. მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე მისოსგან შემდეგ ელ ფოსტის მისამართზე მიმართვით: hr@mbc.com.ge. ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ, არის სწორი და უტყუარი.